შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ირაკლი ლექვინაძე 15 მაისს სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდება

სამშენებლო სექტორში უბედური შემთხვევების გამოწვევი მიზეზებისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 15 მაისს სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შრომითი უსაფრთოხოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იქნება ჩართული.

„ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან შრომის ინსპექციისა და თბილის მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო სექტორის წევრებიც. მოგეხსენებათ, შრომითი უფლებების თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად დავაკვირდებით პროცესს, რათა არ დაირღვეს ბიზნესის უფლებები. მხოლოდ კანონის გამკაცრება არ არის გამოსავალი. ერთის მხრივ, ადგილი შეიძლება ჰქონდეს შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას კომპანიის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ გასათვალისწინებელია - თვითონ დასაქმებული მხრიდან ხომ არ იყო რაიმე ისეთი ქმედება, , რომელმაც განაპირობა გარკვეული შედეგის დადგომა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა