GWS წარმოგიდგენთ თავისი ერთ-ერთი ძირითადი ღვინის ბრენდის, „ძველი თბილისის“ განახლებულ ეტიკეტს

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS, ერთ-ერთი პირველი და ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მუდმივად უმაღლესი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, წარმოგიდგენთ ღვინო „ძველი თბილისის“ განახლებულ ეტიკეტს, რომელიც უკვე 2019 წლის ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე. ახალი ეტიკეტი გამოხატავს კომპანიის მიდგომას, წარმოაჩინოს ძველი ქალაქის ჭეშმარიტი სული თანამედროვეობის ელემენტებთან ერთად.

კომპანიის ბრენდმენჯერი სალომე დოლიძე განმარტავს განახლებული შეფუთვის იდეას: „ახალი ეტიკეტი ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად ღირებულებებს და ეხმიანება უძველესი ქალაქის გასაოცარ არქიტექტურასა და დაფარულ საგანძურს. ჩვენს ეტიკეტებზე დატანილია ძველი თბილისის უბნის სიმბოლური ტრადიციული სახლები უძველესი ტრადიციის სამახსოვროდ, რომლის მიხედვითაც მაცხოვრებლები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ ქალაქის აივნებზე. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ღვინოებმა წარმოაჩინოს ქართული მასპინძლობისა და დღესასწაულის სიხარულით სავსე ტრადიცია.“

ზუსტად იმიტომ, რომ „ძველი თბილისი“ არის იმ ქართული ღირებულებების სიმბოლო, როგორებიცაა მასპინძლობა, მეგობრობა და ერთგულება, ღვინით ყველაზე მეტად ისიამოვნებთ თქვენს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ნებსმიერ სადღესასწაულო გარემოში. ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი „ძველი თბილისის“ თეთრი და წითელი ღვინოების 7 სახეობას შორის: ალავერდი წითელი და თეთრი, ალაზანი წითელი და თეთრი, საფერავი და რქაწითელი - მწვანე. ღვინოების ეს ნაირსახეობა ახლა უკვე ჩამოისხმება ბოთლებში, რომლებსაც ექნება ფერადი და მრავალფეროვანი ეტიკეტები.

თბილისისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ აივნებსა და ტერასებზე ამგვარი ფერადი და ცოცხალი ელემენტების დამატება ეტიკეტს მეტ ხალისსა და მხიარულებას მატებს. განახლებული ეტიკეტი იქნება კონკურენტებისგან გამორჩეული, ასევე პიროვნულად უფრო ახლოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ღვინის მოყვარულებთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ბრენდს აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე საქართველოს საზღვრებსგარეთ და აწარმოებს ღვინოს, რომელიც ტურისტების რჩეული საჩუქარია შინ წასაღებად. დაელოდეთ ახალი ღვინის პრეზენტაციას, რაც ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

კიდევ ერთი, სასიამოვნო სიახლეა GWS-ში, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი მეღვინის- ბნ ფილიპ ლესპის განმარტებით, დიდი ენთუზიაზმით ელის კომპანია ბიო ღვინოების ახალი ხაზის გამოშვებას, რომელიც დამზადდება კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა