„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ორთაჭალაში 17 სართულიანი, 164-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი, რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს ორიგინალური კონცეფცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და „საქართველოს ბანკს“ შორის პროექტის "Tbilisi Waterfall"-ის განსახორციელებლად, თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია - ემირატებში და სამშენებლო კომპანია - თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ, ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას“, - განაცხადა „RRestate“ -ის დამფუძნებელმა, რევაზ თურმანიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა