ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა მნიშვნელოვანია

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ, სამშენებლო სექტორში უბედური შემთვევების გამომწვევ მიზეზებსა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მოხდეს თითოეული უბედური შემთხვევის ანალიზი, რომ საბოლოოდ დადგინდეს, კონკრეტული შემთხვევა კომპანიის შეცდომით იყო გამოწვეული თუ დასაქმებულის დაუდევრობით.

მისივე თქმით, მსგავსი ანალიზი ბიზნესს საშუალებას მისცემს, საკითხს უფრო შინაარსობრივად მიუდგნენ.

„შრომის უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრიორიტეტული. რეგულაციები უნდა იყოს შესაბამისი და პროპორციული, რომლის შესრულება და აღსრულება, ამ ეტაპზე, ბიზნესის შესაძლებლობებს შეესაბამება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვექნება აცდენები გარკვეულწილად. მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, გარკვეული შემთხვევები მაინც ხდება. როდესაც აღნიშნული კანონმდებლობა შემოდიოდა, შენიშვნები გვქონდა. ნაწილი იქნა გათვალისწინებული, ნაწილი რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით, დაგეგმილია მომავალში. ჩვენი პოზიცია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებით, არის შემდეგი - ბიზნესი ფიქრობს, რომ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თითოეული შემთხვევის ანალიზია საჭირო - სად იყო კომპანიის შეცდომით გამოწვეული შემთხვევა და სად დასაქმებულის დაუდევრობით. ეს ანალიზი მოგვცემს საშუალებას, უფრო შინაარსობრივად მივუდგეთ საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია შესაძლებელია იყოს ზედმეტი ტვირთი ყველასთვის. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ეს იყოს მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე კომპანიებში. გარკვეულ საოფისე საქმიანობაში შეიძლება ამის საჭიროება არც დგებოდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე