გიორგი ქობულია - მომხრე არ ვარ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კადრები უცხოეთში გავუშვათ

მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ მოვამზადოთ კადრები და მერე ეს კადრები უცხოეთში გავუშვათ, -ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრისას პროფესიულ განათლებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, თუ საქართველოს მოსახლეობამ კლება დაიწყო, ეს ეკონომიკისთვის წარმოუდგენელი გამოწვევა იქნება.

„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ მოვამზადოთ კადრები და მერე ეს კადრები უცხოეთში გავუშვათ. ეს იდეა არ არის ჩემთვის მისაღები. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვჭირდება ქვეყნაში კვალიფიციური კადრები. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალური პირობები, რომ ვინც მუშაობს უცხოეთში, ისინიც უნდა მოვიყვანოთ. ჩვენ რომ ახლა მსოფლიო ბანკის პროგნოზი ვნახოთ, ძალიან შემზარავი ციფრებია. 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა რამდენად დაიწევს, ნახეთ ეს ციფრები, მათი პროგნოზი. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის. თუ ჩვენმა მოსახლეობამ შემცირება განაგრძო, ეს საერთოდ წარმოუდგენელი გამოწვევა იქნება“, - განაცხადა ქობულიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი