გიორგი ვოლსკი სომხეთის ელჩს და ატაშეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანსა და ატაშეს, ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, შეხვედრის თემა საპარლამენტო ურთიერთობები იყო.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ასევე, ვისაუბრეთ სომხეთის ახლად არჩეულ პარლამენტში ჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს