„რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები დასრულდა

„რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობაში წვრილსორტული საამქროს თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები დასრულდა. როგორც გაფიცულმა მუშებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადეს, საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ხელფასის გაზრდის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ამისთვის ერთდღიანი ვადა ითხოვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ანალოგიური მოთხოვნებით დირექციას სამი თვის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, აქციები და გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გაეზრდებათ ხელფასები და არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები.

როგორც ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქიძემ განაცხადა, ერთი დღის ვადაში გასცემს აქციის მონაწილეებს პასუხს, გადაიხედება ხელფასების გაზრდის შესაძლებლობაც და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა