ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიციას გაერთიანებული ოპოზიციის წევრების, მათ შორის თინა ბოკუჩავას სხდომიდან გაყვანა  მოსთხოვა

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის წევრებმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალის სხდომაზე განხილვას მხარი არ დაუჭირეს. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნული საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ოპოზიციის წევრების დაჟინებული მოთხოვნის და ხმაურის შემდეგ გადაწყვიტა.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მხრიდან ირონული შეძახილები და ტაში მოჰყვა. მათი თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არჩევნების სამართლიანად ჩატარებით არ არის დაინტერესებული და თავმჯდომარის პოსტს „ებღაუჭება“.

„თქვენ ატარებთ ფორმალურ სხდომას და ამ ფორმალური სხდომის ჩატარების საშუალებას არ მოგცემთ. თქვენ ხელი აწიეთ იმიტომ, რომ იცოდით საბოლოო შედეგი. დარღვევებზე გელაპარაკებით, ფორმალური კენჭისყრა არაფერს არ წარმოადგენს,“ - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიციას მიმართა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების ნაწილი, მათ შორის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სხდომიდან გაიყვანონ.

ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ რა ვითარებაში გაიცა საოლქოდან ბეჭდები.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ინახება კომისიის თავმჯდომარეების სახლებში. ოპოზიცია ასევე ითხოვს, კომისიის წევრებმა განიხილონ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის საკითხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა