გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა.

როგორც საქმის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, მისი დაკითხვის შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს დღესაც შეეძლო, თუმცა, ადვოკატმა ნებიერიძის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

„იაგო ნებიერიძე ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავდა სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაში, თუმცა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ ხასიათის არ იყო, რომ მტკიცებითი ხასიათი მინიჭებოდა. ამიტომ უარი ვთქვით მისი, როგორც ბრალდების მხარის მოწმედ დაკითხვაზე. დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზეც ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა იაგო ნებიერიძე და მას საამართლოსთვის ჩვენება მიეცა, თუმცა, დაცვის მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააყენა და უარი თქვა იაგო ნებირიძის დაკითხვაზე", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს