ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია  20 მაისს გაიმართება

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება. სწორედ ეს თარიღი განსაზღვრა ქვეყნის ეროვნულმა რადამ პრეზიდენტის საინაუგურაციოდ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება. მანამდე კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას.

10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა