ომბუდსმენი - ლგბტ თემის გამოხატვა 17 მაისს უკვე მერამდენე წელია იზღუდება და ისინი განსაკუთრებული ძალადობის რისკის ქვეშ არიან

უკვე მერამდენე წელია ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი თვითგამოხატვის განხორციელება უწევთ ძალიან შეზღუდული ფორმით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 17 მაისს დაგეგმილ აქტივობაზე-ბანერების გაკვრაზე ლგბტ თემს უარი ეთქვა.

„წლებია ვაკვირდებით, რომ ძალიან გაძლიერებული პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ უწევთ მათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და როგორც ჩანს ეს წელს სრულიად შეუძლებელი გახდა. ეს ფაქტი რა თქმა უნდა უარყოფითად არის შეფასებული ჩემს მიერ. ჩვენ ყოველწლიურ ანგარიშებშიც ვწერთ, რომ მათი გამოხატვა 17 მაისს უკვე მერამდენე წელია იზღუდება და ისინი განსაკუთრებული ძალდობის რისკის ქვეშ არიან", - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა