სოფელ დილიკაურში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლად რებილიტირებული სკოლა გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 1 425 115 ლარს შეადგენს და ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ ზედა საქარასა და სოფელ არგვეთშიც გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, 300 მოსწავლეზე გათვლილი ზედა საქარის სამსართულიანი თანამედროვე სკოლის შენობაში სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება და მისი რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. გარდა იმისა, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებზე, შენობაში იქნება ლიფტი, კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და საბავშვო მოედანი.

უწყების ცნობითვე, მინისტრის მოადგილემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ასევე 2020 წელს დასრულდება. 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა გათვლილი იქნება თანამედროვე მოთხოვნებზე და მის მშენებლობაზე 3 655 246 ლარი დაიხარჯება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა