ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენი კანონიერია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ სასამართლის მიერ დღეს მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერია.

„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა წარმოთქვა საბოლოო სიტყვა და ამის შემდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, რა დროსაც, არასრულწლოვანი ბრალებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას, როგორც გამოძიებისათვის, ასევე სასამართლოსთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრუწლოვანი ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის საკითხს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, არაუგვიანეს 7 დღისა, ინიშნება სასჯელის დანიშვნის სხდომა. შესაბამისად, სასამართლომ გამამატყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასჯელის დანიშვნის სხდომა 22 მაისს დანიშნა. ამ სხდომაზე მოხდება მხარეთა მიერ შესაბამისი პოზიციის წარდგენა. შემდეგ სასამართლო გამოიყენებს კონკრეტული სასჯელის სახეს და ზომას“, - განაცხადა ქვარცხავამ.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომად 22 მაისი, 17:00 საათი განისაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა