ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და  სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო.

ამასთანავე, შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობა ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და საქართველოს, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პლატფორმა კერძო სექტორთან სასაუბროდ უფრო კარგი შესაძლებლობაა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შექმნას. ვფიქრობ ეს პლათფორმა კარგი შესაძლებლობაა უფრო აქტიურად ვესაუბროთ კერძო სექტორს და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა