ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა პაატა სამხარაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.

"გაფიცულია ყველა თანამშრომელი. ველოდებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. გუშინდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმება ვერ შედგა. ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ დღეს შეგვხვდება. ველოდები, რომ მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, გაფიცულია ყველა თანამშრომელი და ღამით მაღაროს არ უმუშავია.

მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა