მამუკა ბახტაძე - საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - ეს იყო ასე, დღესაც ასე არის და მომავალშიც ასე იქნება

საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - ეს იყო ასე, დღესაც ასე არის და მომავალშიც ასე იქნება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 მაისთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

აქვე ბახტაძემ აღნიშნა ისიც, რომ “საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით არის დაცული“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა