ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელოვნურად სურს არჩევნებში არეულობის შეტანა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს აგებს და არეულობის მცდელობა აქვთ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს.

„არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართებოდა, თუმცა 2-3 დღის წინ დაიწყო არეულობის შეტანის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ეს უნდა უკავშირდებოდეს იგივე ზუგდიდში კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენც გვაქვს და რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს. ამ კვლევებით, ისინი ძალიან დიდი ალბათობით, პირველივე ტურში წააგებენ. ალბათ, ამან გამოიწვია მათი ტაქტიკის შეცვლა. მათი ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ არეულობის შეტანა, ესეც ვერ დასრულდება მათთვის წარმატებულად. მთავარია, ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს იქ არეულობის შეტანის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა