მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემატიკით გაფორმება დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ 26 მაისისთვის სამივე საერთაშორისო და ორივე ადგილობრივ აეროპორტში სადღესასწაულო ბრენდირება განხორციელდა.

„მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთის სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამბროლაურში ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება მესტიაშიც. ღონისძიებებთან დაკავშირებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი ავიარეისი დანიშნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა