შპს “რუსთავის ფოლადი“ გაფიცული თანამშრომლების  მოთხოვნას დააკმაყოფილებს

შპს “რუსთავის ფოლადი“ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

“16 მაისს, დილით სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებმა სამუშაო დატოვეს და ქარხნის ხელმძღვანელობას მოთხოვნები წაუყენეს. კერძოდ, სამცვლიანი სამუშაო გრაფიკიდან ოთხცვლიან გრაფიკზე გადასვლა, ანაზღაურების შემცირების გარეშე. შედგა შეხვედრა საამქროს თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომლებს დაპირდა ერთ დღეში პასუხის გაცემას მათ მოთხოვნებზე. იმავე დღეს, 16 მაისს დღის მეორე ნახევარში გაფიცვას შეურთდნენ ელექტროფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები. ასევე მოხდა მათთან შეხვედრა და მოთხოვნების განხილვა. ფოლადსადნობი საამქროს საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ვადა ორშაბათამდე. 17 მაისს დაპირებისამებრ მოხდა შეხვედრა კომპანიის მენეჯმენტსა და სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც ეცნობათ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. „რუსთავის ფოლადი“ იმედოვნებს, რომ წარმოება ორშაბათს, 20 მაისიდან სრულად აღდგება. ასევე კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან იგეგმება სხვა საამქროების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი მოთხოვების განხილვა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ,,ქართული ფოლადი“ ავრცელებს.

მეტალურგიული საწარმო ,,ქართული ფოლადის“ 400-ზე მეტი თანამშრომელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, 16 მაისს გაიფიცა. გაფიცული მუშები, საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა