ილია მეორე - მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან   ერთ-ერთი მაინც,  დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა

მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა პარაკლისის აღვლენამდე იქადაგა და მრევლს მიმართა.

"უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა