ადვოკატთა ასოციაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

18 მაისს, თბილისში, ადვოკატთა ასოციაცია ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე დარეგისტრირებისა და მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატებისგან რჩევის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. მათივე ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეების მოწყობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

18 მაისს, თბილისში კონსულტაციის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSevdhfC2vhFLDBQ1ei37V_BRB8xFFXY0KxyQ_K1Cdtj0sQPsQ/viewform

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა