ნათია თურნავა - ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდი როლი აქვს. არსებობს 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს," - განაცხადა - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომლის ცალკეული სერვისების ამოქმედების ვადები დაზუსტდა და დროში გაიწერა, რათა მომხმარებელმა, რაც შეიძლება მალე შეძლოს საჭირო სერვისის ელექტრონული ფორმით მიღება. ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში იქნას მიღებული. მისი თქმით, თუ რომელიმე უწყება, იქნება ეს თვითმმართველობა, თუ ცენტრალური უწყება, განაცხადზე პასუხს დადგენილ ვადაში არ გაცემს, მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას მიიღებს.

"ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება როგორც პრივატიზაციის, ასევე უფლებათა რეგისტრაციის და სხვა შემთხვევებშიც. იგივე მიდგომა იქნება წიაღისეულთან დაკავშირებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ბიზნეს სახლი აშენდება, მანამდე ამოქმედდება ბიზნეს სახლის ე.წ. ციფრული სივრცე, სადაც მოქალაქე სახლიდან ან თუნდაც ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს და შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. მით უფრო, რომ ასეთი ანალოგიები ჩვენ უკვე გვაქვს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემთა გაციფრულება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას. მისი თქმით, მონაცემთა გაციფრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც. "პირველი ეტაპი გეოლოგიური ფონდების გახსნა იყო, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს მათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება უკვე ლიცენზიების გაციფრულება. ყველა შეძლებს, დაინახოს ინფორმაცია საბადოებისა და ლიცენზიების შესახებ. ყოველივე ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას აუცილებლად გავაკეთებ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა