მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

17 მაისს, მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი 17 მაისიდან 21 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალი 5 წელია, რაც არსებობს, და განვლილ ფესტივალებზე ჩვენი სტუმრები იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ტომას ვენცლოვა, ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა, არნე სვინგენი და სხვა არაერთი ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მწერალი.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალს არა აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში, და ამდენად, TIFL იმ აქტივობებს შორისაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ამ რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევას განაპირობებს.

სამინისტროს ცნობით, წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან ,უკრაინიდან, ბელარუსიდან, და სხვა ქვეყნებიდან.

„ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება - ესაა „გაორება“. ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები მწერალთა სახლში გაიმართება და მათზე დასწრება უფასოა.

საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია