ხატია დეკანოიძე - ინფორმაცია შემოდის, რომ საოლქო კომისიიდან, „ოცნებიდან", სუს-იდან მითითებაა, დილიდანვე გამოაძევონ ჩვენი დამკვირვებლები

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა.+

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა:ხატია დეკანოიძემ,ზურაბ ხარატიშვილმა და თინა ბოკუჩავამ სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი მირანდა მესხთან შესახვედრად კონკრეტული საკითხებით მივიდნენ. როგორც მათ სხდომაზე განაცხადეს, ადგილი აქვს წინასაარჩევნო დარღვევას უბნებში და ამის პრევენციისთვის მივიდნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან სასაუბროდ. ამასთან, მათ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ზუგდიდში ჩასვლა მოითხოვეს.

"ჩვენ მოვედით პრევენციულად, უბნებიდან შემოდის ინფორმაცია, რომ არის ინსტრუქცია,მითითება მათ შორის,საოლქო საარჩევნო კომისიიდან, "ქართული ოცნების" შტაბიდან, სუს-იდან, რომ დილიდანვე გამოაძევონ ჩვენი დამკვირვებლები, აქტივისტები და კომისიის წევრები. უკვე არის პრობლემები მაგიდების განთავსებასთან დაკავშირებით",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს