გიორგი გახარია - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში აძლევენ ხმას, თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მან არჩევანი ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა.

„არჩევანი გავაკეთე ეფექტურობის სასარგებლოდ. როდესაც ხმას მთაწმინდაზე აძლევ, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, თბილისის ამ ლამაზი რაიონის ინტერესებს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს“.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა გახარიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს