გიგი წერეთელი  - შუალედურმა არჩევნებმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციას

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა შუალედური არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ყურადღება მაღალია.

„შუალედურმა არჩევნებმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო, ფიზიკურად არ აკვირდება ამ არჩევნებს და ზოგადად, ამ ტიპის არჩევნებს, ყოველთვის ჭარბობენ ადგილობრივი დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ყურადღება ამ პროცესის მიმართ მაინც მაღალია. სამწუხაროდ , გამომდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკული შეფასებებიდან, განსაკუთრებით მეორე ტურის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაზრდილია საარჩევნო პროცესის მიმართ და ყველა ელოდება პასუხს იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს“, - განაცხადა წერეთელმა.

როგორც „ევროპული საქართველო“ იტყობინება, მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს დაძაბულობა იგრძნობა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო ოლქებში, განსაკუთრებით, ზუგდიდსა და მარნეულში, რომ დაძაბულობა მაღალია. არსებობს ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინების, ძალადობისა და მანიპულირების შესახებ, რაც დაუშვებელია. ბუნებრივია, საარჩევნო პროცესში ყველა მონაწილეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წესრიგის დაცვა, არამედ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა და თავისუფალი გარემო ამორჩევლებისთვის, რათა მათ გამოხატონ საკუთარი ნება და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას საერთშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები“, - აღნიშნა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა