ცესკო - ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი

ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, მათგან ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1 და ხულოში - 3, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

„მაგალითად, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა კანონდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს საერთოდ არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, შეძლებენ არჩევნებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის მიღებას.

მარნეულის 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის და სამაგიდო სიაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობის გამო,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, 68-ე უბანზე აღნიშნული დამკვირვებელი იმყოფებოდა ორგანიზაცია "ერთობიდან", ხოლო 49-ე საარჩევნო უბანზე - "საქართველოს ერთიანი ახალგაზრდა კავშირიდან".

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა