თბილისში, 22-ე საარჩევნო უბანზე ცესკო-ს წარმომადგენელსა და დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, 22-ე საარჩევნო უბანზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელსა და დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც დამკვირვებელმა განაცხადა, აღნიშნული საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მას საშუალებას არ აძლევდა მობილური ტელეფონი გამოეყენებინა და ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმებაშიც ხელს უშლიდა.

ადგილზე მივიდნენ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, ყველა მსგავს შემთხვევაზე მოხდეს რეგირება, რადგან ოპოზიცია ყველა მსგავს ფაქტს შეფასებას მისცემს და საჩივარს დაწერს. „დაახლოებით ერთი საათის წინ ყველა უბანში დაიწყეს იმ დამკვირვებლების შევიწროვება, რომლებიც დგანან უბნის შესასვლელში და ამოწმებენ პირადობის მოწმობებს, რომ ისინი არ იყოს ვადაგასული, ან არ იყოს „კარუსელის“ მცდელობა. ამ უბნიდან ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ სიგნალი, რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმებას უშლიდნენ და ამით ისინი არღვევდნენ კანონს, რადგან დამკვირვებლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ შეამოწმოს. მას ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებით. მოვედით და გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე გაგვერკვია ვითარება. კარგია, რომ საოლქოს წარმომადგენელი აქ არის და ამ დროისთვის სიტუაცია მოგვარებულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ, რომ სადაც ასეთი შემთხვევაა, ჩაერიონ. ვაპირებთ, ყველა ასეთ შემთხვევას შეფასება მივცეთ და დავწეროთ საჩივარი“,-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

რაც შეეხება დამკვირვებლის პოზიციას, რომელიც კენჭისყრას #22 უბანზე აკვირდება, მისი თქმით, უბანის გახსნისთანავე დაიწყო პრობლემები და დამკვირვებლებს ამომრჩევლის იდენტიფიცირების საშუალებას არ აძლევდნენ. „#22 უბნის თავმჯდომარე ღიად აცხადებდა, რომ საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონების გამოყენების უფლება არ გვქონდა და არ უნდა გვესარგებლა ამით, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ დამკვირვებელს არ უნდა ესარგებლა მობილურით. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. შემდეგ სალქოს წარმომადგენელი მოვიდა და უნდა აღვნიშნო,რომ მან მან არაერთი შენიშვნა მისცა უბნის თავმჯდომარეს და ვფიქრობ, რომ ახლა მაინც აღმოიფხვრება ეს პრობლემა. ვეღარ გამოგვაძევეს, მაგრამ ამის საბაბი არ ჰქონდათ“,-აცხადებს დამკვირვებელი.

თავის მხვრივ #22 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თქმით, მას დამკვირვებლებისთვის პირადობის მოწმობების შემოწმება არ დაუშლია, უბნის თავმჯდომარის განმარტებით, მან დამკვირვებლებს მხოლოს ის სთხოვა, რომ მობილური ტელეფონი არ გამოეყენებინა, რადგან ის საეჭვო მესიჯებს აგზავნიდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მობილური ტელეფონის გამოყენების საშუალება არ მისცა. ცესკოს-წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა თუ რა ტიპის მესიჯი შეიძლება გაგზავნილიყო დამკვირვებლის მხრიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა