ნათია მეზვრიშვილი არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზე - ფაქტს შევისწავლით და რეაგირებას მოვახდენთ

ფაქტს შევისწავლით და რეაგირებას მოვახდენთ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანა არის ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა, ხოლო შემდეგ დაიწყება ფორმალურ მხარეზე მუშაობა.

„ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანა არის ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა, რადგან ხედავთ, მათ შორის, ზუგდიდში ადგილი აქვს დაპირისპირებებს, ადგილი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციებს, სიტუაციის ესკალაციას, ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ადგილზე დაძაბულობის და დაპირისპირებების პრევენცია და შესაძლო დანაშაულის აღკვეთა თუ ასეთს ადგილი ექნება. ამისკენ არის ახლა პოლიცია მოწოდებული და ეს კითხვის ნიშნები, რომელიც პოლიციის გადაადგილებასთან დაკავშრებით იყო, ვფიქრობ, თუ აქამდე ვინმეს კითხვები ჰქონდა, ახლა სრულად მოიხსნა იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ძალები პოლიციის, რომლებიც ადგილზე არიან რეალურად საჭირო იყო. რაც შეეხება ამ ფორმალურ მხარეს რაც დაკავშირებულია გამოძიების დაწყებასთან, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, ჩვენ როგორც კი მოვაგვარებთ მას, რაც არის პირველადი საჭიროება, ბუნებრივია, ამ ფორმალურ მხარეს მივხედავთ. მათ შორის ამ ფაქტის შესწავლაც განხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. პოლიცია მოწოდებულია, რომ ამ ტიპის ქმედებებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. ამ ფაქტს შევისწავლით და რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა მეზვრიშვილი.

დღეს, არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს