15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მთაწმინდაზეა

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი - მთაწმინდის ოლქში ფიქსირდება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აქტივობამ 21% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 9 226 ამომრჩეველი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი 56,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 257 ამომრჩეველი. ცესკოს ინფორმაციით, საგარეჯოში სულ 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა - 36,4% (444 ამომრჩეველი), მარნეული - 22,6% (22 553 ამომრჩეველი), ადიგენი - 42,9% (482 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 30,5% (16 737 ამომრჩეველი), ჭიათურა - 32,4% (13 908 ამომრჩეველი), ტყიბული - 29,6% (1054 ამომრჩეველი), წყალტუბო - 35,4% (1493 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 31,7% (1613 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 32,8% (39 678 ამომრჩეველი), ხულო - 40,6% (9 782 ამომრჩეველი).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს