მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - 68-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია - უბნის ბათილობაზე  ფიქრიც კი ზედმეტია

მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ამჟამად სიტუაცია განმუხტულია, - ამის შესახებ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 15-მდე საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„არანაირი ბიულეტენის ჩაყრას 68-ე უბანზე ადგილი არ ჰქონია, ეს არის ცრუ ინფორმაცია, ამიტომ, უბნის ბათილობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. 68-ე უბანზე გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ, მე თვითონ გახლდით უბანზე, ეწყობოდა პროვოკაციები, განმუხტულია სიტუაცია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, -განაცხადა იაკობ ასანიძემ.

იხილეთ ვიდეო: 68-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია, უბნის ბათილობაზე ფიქრიც კი ზედმეტია - მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს