წყალტუბოში, #15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებას აკეთებს

წყალტუბოში, #15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებას აკეთებს.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობდა და ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. მისი თქმით, მწყობრიდან გამოსული აპარატი ახლით ჩანაცვლდა და ამ დროისთვის კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

"დღეს წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. აღნიშნული პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მხოლოდ ერთ, წყალტუბოს #15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აპარატი ჩანაცვლდა სარეზერვო აპარატით და ამ წუთებში ხმის მიცემის პრიცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს