გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას - ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ, ისეთი დასკვნები წამოვა

წყალშია ყველაფერი გადაყრილი ჩვენს რეპუტაციასთან ერთად და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის დაკავების შესახებ განაცხადა.

„ჟურნალისტი დაკავებულია, პარლამენტის წევრები გავარდნენ გამოსახსნელად. ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს 2018 წელს, ჩაატარებენ კიდევ ერთხელ და საქართველო აღმოჩნდება იქ, სადაც არავის გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ, სადაც ჩვენ გვეტყვიან, რომ დაივიწყეთ ყველა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნები იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ დემოკრატია და არ იქნებით არასდროს, როცა თქვენი შს მინისტრი არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი. ამოუვიდა ყელში საქართველოს მოქალაქეს ამ კლოუნების ყურება. 2012 წლიდან არც ერთ ინტერვიუში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე კრიტიკული სიტყვა მეთქვას ამ ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ უზარმაზარი მიღწევა იყო ქართველი ერის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. წყალშია ყველაფერი გადაყრილი ჩვენს რეპუტაციასთან ერთად და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს