ზურაბ მელიქიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მეთოდი გამოიყენა, რაც კი ოდესმე გაგიგიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ და მთლიანად ხელისუფლებამ, ყველა მეთოდი გამოიყენა, რაც კი ოდესმე გაგიგიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მელიქიშვილმა მარნეულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" შეშინებულია, რადგან მათ მოსახლეობაში მხარდაჭერა საერთოდ არ აქვთ.

"ქართულმა ოცნებამ" და მთლიანად ხელისუფლებამ, ყველა მეთოდი გამოიყენა, რაც კი ოდესმე გაგიგიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, როგორც ბიულეტენების გამოყენებით, ასევე დაშინების გზით, იძულებით ხალხის მიყვანის, მაქსიმალური კონტროლით და ა.შ. "ქართული ოცნება" ძალიან შეშინებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან, მოსახლეობაში მხარდაჭერა საერთოდ არ აქვთ და ცდილობენ ასეთი მეთოდებით ციფრები დააფიქსირონ, ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მან ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზე, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი ხმების მოპოვებას.

"როცა გაყალბებას ახორციელებდნენ, იცოდნენ, რომ ამის კამერების წინ განხორციელება არ აწყობდათ, ამიტომ ოთახში, სადაც არაჩევნებია, შუქი ჩააქრეს, თუმცა, ფოიეში იყო. იცოდნენ, რომ ასე კამერა ვეღარ იფუნქციონირებდა. ასეთი არაერთი უბანი დაფიქსირდა, ოლქის დონეზეც მოხდა ამის განხილვა. საათი-საათნახევრის განმავლობაში ჩააქრეს შუქი და მერე ხალხის მომძლავრება ხდებოდა.

ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გამოტანის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მე-9 საარჩევნო უბანში ნახავთ რა ციფრების ჩამოტანას შეეცდებიან. კადრებშიც ჩანს, რომ საარჩევნო უბანი ცარიელია. სიებს ზემდგომებთან ათანხმებენ, რომელი იქნას შემოხაზული.

მაქსიმალურად ცდილობენ ოპონენტების მხარდამჭერები დააშინონ, ისინი მიჩვეულები არიან მარნეულის საოლქოში ციფრების წერას", - განაცხადა მელიქიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა