კახა კალაძე -  განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ

განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნებზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ.

„განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიურეთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ. ამისთვის, თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქვე, მივმართავ ჩვენს აქტივს. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმისთვის, თქვენი შრომა ფასდაუდებელია! დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ჩვეულ რეჟიმში, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ფოტოსურათებიან სიებს, კახა კალაძე ამბობს, რომ სიებს ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, კალაძის თქმით, ის პირად ნომერს არ შეიცავს და მისი გამოყენება საარჩევნო კოდექსის თანახმად, სრულიად კანონიერია.

„მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, ჩვენს თანაგუნდელებს, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, იმუშავეთ მშვიდად, ღიად და თავისუფლად. თუკი ვინმე ხელის შეშლას ეცდება, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს. მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, გავაკეთოთ მობილიზაცია და სულ მალე, კიდევ ერთხელ, ღირსეულად გავიმარჯვებთ !“,-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა