ზვიად ძიძიგური - პოლიცია არ ჩარეულა საარჩევნო პროცესში, არ ყოფილა რაიმე ტიპის ზეწოლა რომელიმე მხარეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით დააკავეს სამართალდამცველებმა ზუგდიდში pressa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, ჟურნალისტის დაკავება, რა თქმა უნდა, თავისთავად იწვევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც ძალიან კარგად ესმით სამართალდამცველებსაც. ძიძიგურის თქმით, ოპერატოულად იქნება პასუხი გაცემული ყველა კითხვაზე, რომელიც ჟურნალისტებს თავიანთ კოლეგასთან დაკავშირებით აინტერესებთ.

„რის საფუძველზე დააკავეს, დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთს ნამდვილად გეტყვით, რომ დღეს რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დამეთანხმებით, რომ პოლიცია იქცეოდა კანონის შესაბამისად. პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი ჩარევა თვითონ საარჩევნო პროცესში, არ ყოფილა რაიმე ტიპის ზეწოლა რომელიმე მხარეზე. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, პოლიტიკური პოლიციის პირობებში რომ ვცხოვრობდით", - განაცხადა ძიძიგურმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს