მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მხარდაჭერა პათოსისა, რომ  სურთ „აადუღონ“ პროცესი

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მხარდაჭერა პათოსისა, რომ მათ სურთ რამენაირად დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა მოქმედებას, რომელიც იქნება ანტისახელმწიფოებრივი და კანონის ჩარჩოებს გასცდება, ექნება უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მხარდაჭერა იმ ცნობილი ჩანაწერის პათოსის, რომ მათ სურთ რამენაირად გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, „აადუღონ“ პროცესი, როგორც თავად ამბობენ. ამ განცხადებას, რომელიც არის აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი, მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს. ჩვენ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნებისმიერი არსახელმწიფოებრივი და უკანონო მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული იქნება და კანონის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით იქნება უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს