ირაკლი სესიაშვილი - მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი პირველივე ტურშიდამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ შემეჯამებელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლების მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

„აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენი ოპონენტები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ფეიკ“ დარღვევებზე მუშაობდნენ. მათ გამიზნული ჰქონდათ, რომ როგორმე დარღვევა აღმოეჩინათ, მაგრამ კომისიების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციებმა ძალიან კარგად იმუშავეს. პირველ რიგში, ამომრჩეველმა დაინახა, რომ არჩევნები თავისუფალი იყო. რაც შეეხება დარღვევებს, რამდენიმე დამკვირვებელი დათხოვილი იქნა კომისიიდან. ძირითადი მიზეზი იყო ხელის შეშლა, ერთ-ერთი მათგანის განცხადებაზე კომისიის 12 წევრიდან 11-მა ხელი მოაწერა, რაც მიანიშნებს რამდენად აშკარა იყო ამ ადამიანის მხრიდან კომისიისთვის ხელის შეშლა. სამწუხაროა, როცა ოპონენტები საუბრობენ იმაზე, თითქოს, კომისიები მიზანმიმართულად აძევებენ მათ დამკვირვებლებს უბნებიდან, თუმცა, სამწუხაროა ეს ფაქტი და ეს ერთგვარდ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ. გარკვეულ უბნებზე, ჩვენი ოპონენტების კომისიის წევრებმა საერთოდ არ მიიღეს კომპეტენციების განაწილებაში მონაწილეობა. რაც მეტყველებს, რომ თავიდანვე სტრატეგიული მიმართულება ჰქონდათ იქითკენ აღებული, რომ ისეთი ფონი შეექმნათ, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ როგორც ადმინისტრაციაზე, ასევე ხელი გამოეშვირათ "ქართული ოცნებისკენ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებში მათი კანდიდატი დამაჯერებლად მოიგებს.

"კარგია, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი აკვირდებოდა არჩევნებს. საერთო ჯამში, ძალიან მშვიდად, თავისუფალ გარემოში ჩაიარა, რაც მისალოცია ყველასთვის, ჩვენი ოპონენტებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში", - განაცხადა სესიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა