ირაკლი სესიაშვილი -  ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა - ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მან ამომრჩევლებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა მარნეულში. უნდა ითქვას, რომ ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში, მარნეულის მოსახლეობის დამსახურებაა, ეს არის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, რისთვისაც მე პირადად, მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ადმინისტრაციებს, ჟურნალისტებს. ბატონ ზაურს ვუსურვებ წარმატებებს. ხვალიდან უკვე იწყება ძალიან ბევრი შრომა მარნეულში, იმისათვის, რომ ჩვენი დანაპირებები შევასრულოთ და ეს მოსახლეობის კეთილდღეობამდე მივიდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ქართული ოცნების" შტაბთან შეკრებილი არიან პარტიის მხარდამჭერები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს