არჩილ თალაკვაძე - სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, მე ჟენევაში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა

სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსს, რომელმაც არჩილ თალაკვაძე მის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო დღეს გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „სირცხვილია მის წინააღმდეგ ბოროტების ჩადენა მაშინ, როცა თალაკვაძე 2013 წლამდე მისი ასისტენტი იყო“.

თალაკვაძის განმარტებით, სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და ის გახდა ბორდის წევრი საქართველოდან.

„ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის