ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
„რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, შედეგები შემდეგნაირია:
"ზესტაფონში 52 უბანია დათვლილი. გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის - 50.53%. ჭიათურაში - გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65.39%, ხულოს რაც შეეხება, აქ არის ყველა უბანი დათვლილი 67.1% არის ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი", - განაცხადა კობახიძემ.