არსებული ინფორმაციით, სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა

არსებული ინფორმაციით, სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა -2:0. თუმცა, გასახდელში შესული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

„ერთი წყაროს ინფორმაციით დაკავებულია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის“, - წერს lelo.ge.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს