ცესკო - პირველადი შედეგებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ 41,28 %,  შალვა შავგულიძემ -  36,72%  მიიღო

პირველადი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ 41,28 %, ხოლო "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 36,72% მიიღო. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანია და აქედან უკვე დათვლილია 27 უბანი. მისივე თქმით, იკვეთება მეორე ტურის ალბათობა.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,78%, ლევან იოსელიანი - 6,43%, კობა დავითაშვილი - 2,87 %, სოფიო ხორგუანი- 2,58 %, გრიგოლ გეგელია -3,11%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს