კახა კალაძე - სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია

სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია.

რაც შეეხება ნიკა მელიასა და სანდრა რულოვსის მიერ რევოლუციური სცენარის შესახებ გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, კალაძის შეფასებით, პარტიაში დაპირისპირებაა.

„მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს