ხულოში საჩივრების განხილვა ხვალ დაიწყება

ხულოში საჩივრების განხილვა ხვალ საღამოს დაიწყება. როგორც 84-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მელაძე აცხადებს, ოლქში 22 საჩივარია შესული. აქედან 18 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. მისივე თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს მოიცავს.

„ხულოში ღამის პირველ საათზე ყველა ოქმი შემოვიდა. 187 ბათილი ხმა იყო. 22 საჩივარი დაიწერა, 18 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ოთხი კი "სამართლიან არჩევნებს" ეკუთვნის. ხვალ საჩივრების განხილვა დაიწყება.

„ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ 70 პროცენტი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მორაობის" მერობის კანდიდატმა 23 პროცენტი მიიღო",- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს