ცესკო - მეორე ტურის გამართვისთვის, ბოლო ვადა არის 13 ივნისი

არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

„საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, - აღნიშნა მიქელაძემ.

რაც შეეხება მეორე ტურის გამართვის თარიღს, როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული პროცედურები კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, მეორე ტურის გამართვისთვის საკანონმდებლო ჩანაწერით, ბოლო ვადა არის 13 ივნისი.

„მეორე ტურის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 13 ივნისის შემდეგ არჩევნების მეორე ვეღარ ჩატარდება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს