დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენ გვინახავს, რომ არაერთხელ გაყოფილა „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთხელ შეიძლება გაიყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება კიდევ ერთხელ დაიშალოს.

„ჩვენ გვინახავს, რომ არაერთხელ გაყოფილა „ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ ერთხელ შეიძლება გაიყოს. მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სხვა პოლიტიკური ვითარებაა. სხვა მოცემულობა და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია დღეს საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლო და ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა მოიპოვო, მაგრამ ეს რაც ხდება ეს არის ბოდიში და ცირკი“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან 19 მაისის არჩევნებიც შეაფასა. მისი თქმით, მიუხედავად პროვოკაციებისა, არჩევნებმა გუშინ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რაც შეეხება მთაწმინდის ოლქში მეორე ტურს, ცქიტიშვილის თქმით, მეორე ტური ჩვეულებრივი პროცესია და ქვეყანაში ბოლო წლებში არაერთი მსგავსი შემთხვევა ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს