ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დავამარცხებდით „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დავამარცხებდით „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შუალედური არჩევნები ერთ-ერთი მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა სხვა არჩევნებთან შედარებით. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ დადო ის შედეგი, რა შედეგსაც ელოდნენ.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდელ ამომრჩევლებს მაღალი აქტივობის გამო მადლობა გადაუხადა.

„როგორც საარჩევნო პროცესმა, ისე საარჩევნო დღემაც არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო რამდენიმე ექსცესი, რომელიც მიუღებელი იყო ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ თითოეულ ასეთ ფაქტთან მიმართებაში სამართალდამცავებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დაწყებისთანავე იცოდა, რომ ეს არჩევნები წაგებული პქონდა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება, არამედ მათი დღის წესრიგი იყო ის, რომ ზუგდიდში არეულობა და დაძაბულობა ყოფილიყო.

კითხვაზე, თუ ოპოზიცია პროტესტის გამოხატვას დაიწყებს, როგორი იქნება მმართველი პარტიის რეაქცია, ჩიქოვანი პასუხობს, რომ პროტესტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც პრაქტიკადაა დამკვიდრებული დემოკრატიულ სახელმწიფოში, ამასთან მიმართებაში მმართველ პარტიას არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

„პროტესტი რომ რელევანტური იყოს, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი და საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, რა თქმა უნდა, დაძაბულობის ფონზე, მაგრამ არსებითი დარღვევები არ ყოფილა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს