ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლების ნარატივია, საზოგადოება დასტრესოს, თითქოს ვინმე გადატრიალებას, რევოლუციას აპირებს - ბუნებრივია, ასე არ არის

ხელისუფლების ნარატივია, რომ ქართული საზოგადოება დასტრესოს, თითქოს ვინმე გადატრიალებას, რევოლუციას, საპროტესტო აქციებს აპირებს. ბუნებრივია, ასე არ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ლევან ბეჟაშვილმა "ინტერპრესნიუსს", ზუგდიდში განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქტიური კომუნიკაციები ექნება საქარათველოს მოსახლეობასთან რეგიონებში და ბრძოლის მეთოდებში სწორედ, ეს იგულისხმება.

"ასევე იგულისხმება ახსნა იმისა, თუ რა სენთან, რა ვითარებასთან გვაქვს საქმე და ის, რომ ხელისუფლებისთვის ხელისუფლებაში ყოფნა პირველ რიგში, ხალხისთვის იქნება დამღუპველი. როდესაც ამას ავუხსნით, შემდგომ უკვე დადგება ის ეტაპი, რომელიც გადამწყვეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, შუალედური არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ამაში ძალოვანი ორგანოებიც იყვნენ ჩართული.

"ერთი არის „ქართული ოცნების" ლიდერების განცხადება და მეორეა ის ფაქტობრივი ვითარება, რომელიც თავად ზუგდიდელებმა ნახეს საარჩევნო უბნების გარშემო და ნახა საქარათველოს მოსახლეობამ, როდესაც საარჩევნო უბნებთან გაურკვეველი ადამიანები სიგარეტის კოლოფით ახდენდნენ ფულის გადაცემას. პირდაპირ ხდებოდა ფულის დარიგება და შემდგომ აცხადებდნენ, რომ თურმე ამ ადამიანებს ვალების გასტუმრება ერთბაშად მოუნდათ,ზუსტად საარჩევნო უბნის გარშემო და ა.შ. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არ იყო არჩევნები, სუს-მა, პოლიციამ, პროკურატურამ "კრიმინალურ სამყაროსთან" ერთად დისკრეტდიტირებულ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ჩაატარა სპეცოპერაცია და და ზუგდიდელებს წაართვეს არჩევანი. საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და არ არსებობს კანონიერი საშუალება, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, დაჰყვეს ხალხის ნებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა