გოგი წულაია - დავმარცხდი თუ არა, მერი ვიქნები თუ არა, ზესტაფონში  დიდი სიყვარული დამრჩა  - ვარ მათი მერი, მეყვარება ეს ადამიანები და რაც შემეძლება, დავეხმარები

„თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, არჩევნებმა ზეწოლის ქვეშ ჩაიარა. ამასთან, განმარტავს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ზესტაფონელებს, როგორც მათი მერი.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს ზეწოლა იყო და მე გვარს და სახელებს ვასახელებდი, ვინც ატერორებდა ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. რა უნდა ვთქვა, ეს ტრაგედიაა. მე დავმარცხდი თუ არა, მერი ვიქნები თუ არა, ზესტაფონში დიდი სიყვარული დამრჩა და მათ წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი და ვარ მათი მერი, მეყვარება ეს ადამიანები და რაც შემეძლება მათ დავეხმარები. ეს იყო გუშინდელი განცხადებაც, როდესაც თავი მერად გამოვაცხადე.

ტრაგედია არის კიდევ ერთი რამ. გუშინ ფოიერვერკებით ზეიმობდნენ. მინდა, ვუთხრა ზესტაფონელ ამომრჩევლებს, ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მათ კისერზე ამოიღებენ ამ თანხას, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ადამიანების კისერზეც ამოიღებენ, ვისაც სწორი პოზიცია ჰქონდა და ცვლილება უნდოდა. მოლოდინი მაქვს ცუდი, ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავი შეინარჩუნოს, დაამთავრებს ცუდად და გაქრება "მოქალაქეთა კავშირის" მსგავსად, მაგრამ ეს იქნება ცუდი ფორმებით და ცუდი ქვეყნისთვის",-განაცხადა გოგი წულაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს